ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუპიანსკიდან და მისი შემოგარენიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო


ხარკივის რეგიონის სოფელი კუპიანსკი, რომელიც კიევმა სრულმასსტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ რუსული ოკუპაციისგან დაიხსნა, კვლავ იერიშების სამიზნეა. უკრაინა იქიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციას ცდილობს.

კუპიანსკი ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ხარკივის რეგიონში მთავარი სარკინიგზო კვანძია. ბოლო თვეების განმავლობაში მას რუსული ძალები უფრო მიუახლოვდა და გამუდმებული დაბომბვის სამიზნე გახდა.

რეგიონის გუბერნატორმა სამშაბათს თქვა, რომ ოფიციალურ პირებს უკვე აღარ შეეძლოთ ადგილობრივებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, რადგან ქალაქი მუდმივი რუსული დაბომბვების ქვეშ იყო. მოქალაქეებმა კუპიანსკიდან და სხვა სამი მეზობელი დასახლებიდან ევაკუაციის ბრძანება მიიღეს.

"სულ დაახლოებით 10 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. ევაკუაციის ტემპი ყოველდღე იზრდება", - თქვა გუბერნატორმა ოლეგ სინეგუბოვმა "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კუპიანსკზე კონტროლი მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაამყარა. უკრაინამ ის 6 თვის შემდეგ დაიბრუნა. მანამდე იქ 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, გამუდმებული დაბომბვების შედეგად იქ ბევრი სახლი და ნაგებობა დანგრეული და დაზიანებულია. ათობით მოქალაქე - დაღუპული.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ კვირაში რუსეთთან ომის გამარჯვებით დასრულების გეგმა პარლამენტს და საზოგადოებას წარუდგინა. რუსეთი კი აქტიურად უტევს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთს.

XS
SM
MD
LG