ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი: "ჰამასის" მეთაურის მკვლელობაზე პასუხი "ზუსტი და გათვლილი" იქნება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაქჩიმ თავის იტალიელ კოლეგას უთხრა, რომ გასულ თვეში, თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური მეთაურის მკვლელობაზე პასუხი „გარდაუვალი, ზუსტი და გათვლილი იქნება."

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აღწერს სატელეფონო საუბარს არაქჩისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანტონიო ტაჯანის შორის, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ არაქჩი ამბობს, ირანს დაძაბულობის გამწვავება არ სურს, მაგრამ ამის არ ეშინია.

ირანმა „ჰამასის“ პოლიტიკურ ლიდერ ისმაილ ჰანიეზე თავდასხმაში ბრალი ისრაელს დასდო. ისრაელმა თავისი ჩართულობა არც დაადასტურა და არც უარყო.

„ჰამასის“ ლიდერის მოკვლამ, უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შიში წარმოშვა.

არაქჩის კომენტარები მოჰყვა კვირას, ისრაელ-„ჰეზბოლას“ შორის ბრძოლის მკვეთრ გააქტიურებას, როდესაც ერთმანეთის წინააღმდეგ ასობით დარტყმა განახორციელეს.

კვირას პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ავიამზიდების ორ დამრტყმელ დაჯგუფებას ახლო აღმოსავლეთში განლაგება უბრძანა, რათა რეგიონული დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის სამხედრო ყოფნა გაძლიერდეს.

გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, საჰაერო ძალების გენერალი სი ქიუ ბრაუნი რეგიონში ვიზიტით იმყოფება და მოსალოდნელია რომ ისრაელს, ეგვიპტეს და იორდანიას ეწვევა.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად დღეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები, კვირას კაიროში შეთანხმების გარეშე დასრულდა.

მაღალი რანგის ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა და თქვა, რომ მომავალ დღეებში ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება, რათა დარჩენილი საკითხების მოგვარება სცადონ.

XS
SM
MD
LG