ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენის სანაპიროსთან სავაჭრო გემს თავს დაესხნენ


ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, იემენის სანაპიროსთან, ორ ნავში მსხდომი შეიარაღებული პირები სავაჭრო გემს დაესხნენ თავს.

ბრიტანელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, იემენის მეამბოხე ჰუთთა დაჯგუფების მიერ განხორციელდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, ისრაელსა და “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის პარალელურად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რეგიონში მოძრავ გემებს ესხმიან თავს.

მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა, გემს მანევრირების უნარი შეეზღუდა.

ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ ორი პატარა ნავი, რომელთაგან ერთში სამიდან ხუთ ადამიანამდე, მეორეში კი 10 ადამიანი იმყოფებოდა, სავაჭრო გემს მიუახლოვდა, რამაც მათ შორის “ცეცხლის ხანმოკლე გაცვლა გამოწივია”.

გემი მცირე ზომის ნავებს 4 კილომეტრით დაშორდა და პირველადი კონტაქტიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, „კაპიტანმა განაცხადა, რომ სავაჭრო გემს მოხვდა ორი უცნობი ჭურვი, შემდეგ კი მესამე ჭურვი. ეკიპაჟი იტყობინება, რომ გემი კონტროლირებადი არ არის”.

ჰუთებს, რომლებიც ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, 70-ზე მეტ გემს დაესხნენ ტავს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღიათ.

XS
SM
MD
LG