ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იახტის ჩაძირვისას დაკარგულებს შორის მაიკ ლინჩი და მისი ქალიშვილი არიან


საშაბათს მყვინთავებმა სიცილიის სანაპიროსთან ჩაძირული, ლუქსის კლასის იახტა, ექვსი დაკარგული ადამიანის საპოვნელად შეამოწმეს. ორშაბათს ჩაძირული იახტის 6 დაკარგულ მგზავრს შორის არიან ტექნოლოგიური სფეროს ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი და მისი ქალიშვილი.

ბრიტანეთის დროში ქვეშ მოძრავ, 56-მეტრიან სუპერ იახტა „ბეიესიანზე“ 22 ადამიანი იმყოფებოდა. იახტა პორტ პორტისელოსთან ღუზაჩაშვებული იდგა, როდესაც განთიადისას მომხდარმა შტორმმა ჩაძირა.

იახტის გადაბრუნებამდე 15-მა ადამიანმა თავს უშველა. ერთი დაღუპულის ცხედარი მალევე იპოვეს, დანარჩენი 6 კი დაკარგულია.

„ვშიშობთ, რომ ცხედრები ხომალდის შიგნითაა მომწყვდეული“, - თქვა სიცილიის სამოქალაქო დაცვის უფროსმა სალვატორე კოჩინამ.

ხომალდი 49 მეტრის სიღრმეზეა და მყვინთავებს ძებნისთვის მხოლოდ 8-10 წუთი აქვთ, სანამ ზედაპირზე ამოსვლა დასჭირდებათ. სახანძრო ბრიგადის განცხადებით, რომელიც ძებნის ოპერაციას უძღვება, ხომალდის შიგნით შეღწევაც კი რთული აღმოჩნდა.

ჩაძირული „ბეიესიანის“ გვერდით ბაგირით მიბმული ხომალდის კაპიტანმა კარსტენ ბორნერმა თქვა, რომ შტორმის დაწყებიდან მალევე, იახტა გვერდზე გადაიხარა და ორ წუთში ჩაიძირა. გემბანის ქვეშ მყოფებს ცოტა დრო ჰქონდათ, რომ უსაფრთხო ადგილი მოეძებნათ.

59 წლის ლინჩი ბრიტანეთის ტექნოლოგიის დარგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი,ბიზნესმენია. ლინჩმა პროგრამული უზრუნველყოფის უდიდესი ფირმა Autonomy შექმნა და მას ბრიტანეთის ბილ გეითსს უწოდებდნენ.

2011 წელს ლინჩმა ფირმა HP-ს 11 მილიარდ დოლარად მიჰყიდა, თუმცა ამას სკანდალი მოჰყვა და ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ლინჩს ბრალი თაღლითობაში დასდო. ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ, ივნისში, სან-ფრანცისკოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ლინჩი უდანაშაულოდ ცნო. ამავე უქმეებზე, სტივენ ჩემბერლენი, რომელიც სასამართლოზე ლინჩთან ერთად თანამოპასუხე იყო, ბრიტანეთში საგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.

XS
SM
MD
LG