ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე - ვითარება ფრონტის ხაზზე


რუსეთში შეჭრიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ვერ ხედავს რუსეთის სამხედრო ზეწოლის შემცირების ნიშანს აღმოსავლეთის ფრონტის გასწვრივ მის საზღვრებში და ბოლო კვირების ყველაზე მძიმე ბრძოლების შესახებ იტყობინება.

6 აგვისტოს, უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქში ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. სამხედრო სპიკერმა დმიტრო ლიხოვიიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული სამხრეთიდან, რამდენიმე დანაყოფი სხვა რაიონებში გადაიყვანა, მაგრამ ეს ამ დროისთვის დიდ გადანაწილებას არ წარმოადგენს.

„ჯგუფის ზომაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გამოვლენილა და პერსონალის რაოდენობა საკმარისად არ იცვლება საიმისოდ, რომ საომარ მოქმედებებში, რაიმე განსხვავებაზე ან შესუსტებაზე მიუთითებდეს“, - თქვა ლიხოვიიმ ეროვნული მაუწყებლის ეთერში.

სერხი ცეხოცკიმ, 59-ე მოტორიზებული ბრიგადის ოფიცერმა თქვა, რომ რუსეთის ზეწოლა არ შეწყვეტილა ნაწილობრივ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთი თავდასხმებს თვეების განმავლობაში ახორციელებს.

„მტერი, მიუხედავად იმისა, რაც ხდება რუსეთის ტერიტორიაზე, მაინც... ინახავს თავისი ჯარების დიდ ნაწილს ამ მიმართულებით და ცდილობს მიაღწიოს წარმატებას“, - თქვა ცეჰოცკიმ ეროვნულ ტელევიზიაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ კიევისა და მოსკოვის ძალებს შორის ფრონტზე, კიევის მიერ კონტროლირებად პოკროვსკის ლოჯისტიკური ცენტრის მახლობლად 58 ბრძოლა გაიმართა, რაც ყველაზე მეტია ამ თვის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG