ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში „იუთუბი“ შეზღუდვით მუშაობს


რუსეთში „იუთუბის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაზე წვდომა შეზღუდულია. 8 აგვისტოს ამის შესახებ, რუსეთში ათასობით ინტერნეტ მომხმარებელი წერს.

პლატფორმა Downdetector-ის მონაცემებით, ვებსაიტმა საჩივრების უმრავლესობა მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან და ეკატერინბურგიდან მიიღო.

ორი კვირის წინ, რუსმა დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში რუსეთში YouTube-ზე ვიდეოს ატვირთვის სიჩქარე 70 პროცენტით შემცირდება და განაცხადა, რომ YouTube "დაუსჯელად არღვევს და უგულებელყოფს კანონს".

ივლისის დასაწყისში, YouTube-მა დაბლოკა რამდენიმე რუსი მომღერლისა და არტისტის არხი, უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG