ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია რუსეთის ორი რაკეტა და ოთხი დრონი


უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო იერიშები გვიან ღამით მოიგერია. ჩამოგდებულია ოთხი შაჰედის ტიპის დრონი და ორი რაკეტა, რომელთაგან ორი ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა იყო.

რუსეთის სამიზნე, ამჯერად, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, კიევის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იყო.

კიევის მიმართულებით მოგერიებული იერიშების პარალელურად, რუსეთი გამუდმებით ბომბავს დონეცკის რეგიონში უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს. ოთხშაბათს, რუსულ საჰაერო იერიშებს რეგიონში ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

უკრაინელი ქალები ომში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:27 0:00

რუსული საჰაერო იერიშების ერთ-ერთი სამიზნე იყო დნიპროპეტროვსკიც. გუბერნატორი სერჰი ლისაკი ამბობს, რომ რეგიონში უკრაინულმა ძალებმა გაანადგურა რაკეტების ნაწილი, ნაწილმა კი დანიშნულების ადგილებს მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ორი სახლი და დაშავდა ერთი მოზარდი.

დაძაბულია ვითარება რუსეთის ტერიტორიაზე. სასაზღვრო რეგიონ კურსკში, აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მოსკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიის შიგნით უკრაინელი სამხედროები შეიჭრნენ, თუმცა კიევი ამ დრომდე ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG