ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კურსკში ვითარება კვლავ დაძაბულია


კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გავრცელებული ფოტო. მისი განმარტებით, ფოტოზე არის ქალაქი სუდჟა, კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაბომბა.
კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გავრცელებული ფოტო. მისი განმარტებით, ფოტოზე არის ქალაქი სუდჟა, კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინულმა ძალებმა დაბომბა.

7 აგვისტოს რუსეთმა განაცხადა, რომ კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შეიჭრნენ და იქ ინტენსიური ბრძოლაა. ეს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შესაძლოა უდიდესი გარღვევა იყოს რუსეთის ტერიტორიისკენ. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ცნობები მხოლოდ რუსულ მხარეზე და ადგილობრივ ბლოგერებზე თუ სამხედროებზე დაყრდნობით ვრცელდება.

კურსკთან ახლოს მნიშვნელოვანი გაზის გამტარი, ერთგვარი კვანძი მდებარეობს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ 14 ივნისის შემდეგ უკრაინაში 420 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მოიპოვა კონტროლი, უკრაინა კი საპასუხო იერიშებს აგრძელებს და უკრაინული ძალები სასაზღვრო ქალაქ სუდჟის მიმართულებით იბრძვიან.

პრეზიდენტმა ვლადიმიტ პუტინმა კურსკთან დაკავშირებით თქვა, რომ "კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროვოკაცია წამოიწყო". ვლადიმირ პუტინი უკრაინულ ძალებს "სამოქალაქო პირების განურჩეველ დაბომბვაში" ადანაშაულებს.

სუდჟა ერთ-ერთი უკანასკნელი ტრანსსასაზღვრო მოქმედი პუნქტია, რომლითაც ევროპას რუსული გაზი უკრაინის გავლით მიეწოდება. 2023 წელს, ურენგოი-პომარი-უჟგოროდის მილსადენით ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის თითქმის ნახევარი გადაიცემოდა. 60 კმ-ის დაშორებით კი კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.

უკრაინის შესაბამისი უწყებები ამბობენ, რომ რუსული ბუნებრივი გაზი ევროპელ მომხმარებლებს შეუფერხებლად მიეწოდებათ.

რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებიან, რომ უკრაინამ ახალი ფრონტი გახსნა და რეგიონში ბრძოლები გრძელდება. კიევი ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს. რუსეთი კი ამბობს, რომ რეგიონში დამატებითი ძალები გააგზავნა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 50-მდე ჯავშანტექნიკა გაანადგურა, მათ შორის ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და საბრძოლო ავტომობილები. გენერალური შტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთის ძალები უკრაინის ჯარს უკან, საზღვრისკენ განდევნიან.

XS
SM
MD
LG