დნიპროპეტროვსკის რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ხუთშაბათს რეგიონის ქალაქ ნიკოპოლზე რუსული საარტილერიო დაბომბვის შედეგად შვიდი ადამიანი დაიჭრა. მანამდე გუბერნატორმა დაწერა, რომ ოთხშაბათ საღამოს და ხუთშაბათ დილით, რუსული ძალები ნიკოპოლის მიმდებარე ტერიტორიას „კამიკაძე“ დრონებით და არტილერიით დაესხა თავს.
მან თქვა, რომ იმ თავდასხმებმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, ოთხი საცხოვრებელი შენობა, გაზის მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.
2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ნიკოპოლი რუსული თავდასხმების სამიზნე იყო. რუსეთი უარყოფს, რომ სამოქალაქო მოსახლეობას ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უმიზნებს, მაგრამ უკვე ათასობით ადამიანი დაიღუპა.