ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის მოსამართლემ ტრამპის განაჩენის გამოტანა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გადადო


სამშაბათს ნიუ-იორკის მოსამართლემ გადადო ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოტანა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ უნდა განიხილოს, შეიძლება თუ არა ამერიკის უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება, მოითხოვდეს ყოფილი პრეზიდენტის ნასამართლობის გაუქმებას.

მოსამართლე ხუან მერჩანს, დონალდ ტრამპის განაჩენი 11 ივლისს უნდა გამოეცხადებინა 34 ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, ის უკანონოდ ცდილობდა ბიზნეს ჩანაწერების გაყალბებით გავლენა მოეხდინა 2016 წლის წარმატებული საპრეზიდენტო კამპანიის შედეგზე, რათა დაემალა პორნოვარსკვლავისთვის გადახდილი 130 000 დოლარი. ტრამპი უარყოფს, რომ ის 2006 წელს მსახიობს ერთი ღამით შეხვდა. მერჩანმა განაჩენის გამოტანა 18 სექტემბრისთვის ჩანიშნა.

მანამდე, ორშაბათს, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს არ შეიძლება წაუყენონ ბრალი პრეზიდენტობისას მის ოფიციალურ ქმედებებთან დაკავშირებულ დანაშაულებში. თუმცა, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს არაოფიციალური ქმედებებისთვის. უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ტრამპის ქმედებებს 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში, როდესაც ის, სავარაუდოდ, უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის ხელახალი არჩევნებში წაგების აღდგენას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფოკუსირებული იყო ტრამპის ქმედებებზე, 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში, როდესაც ის, ბრალდების მიხედვით, უკანონოდ ცდილობდა 2020 წლის არჩევნების შედეგების თავის სასიკეთოდ შეცვლას.

პორნოვარსკვლავის დუმილისთვის ფულის გადახდის საქმეზე, ნიუ-იორკის სასამართლო პროცესებზე თითქმის ყველა ჩვენება ფოკუსირებული იყო ტრამპის ქმედებებზე, მისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 2015-16 წლებში, სანამ ის არჩევნებში გაიმარჯვებდა და ასევე მომდევნო კვირებზე, ვიდრე თანამდებობას დაიკავებდა. მაგრამ, სასამართლო პროცესზე მოთხრობილი ერთი საკვანძო სცენა მოგვიანებით მოხდა, როდესაც ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა და პოლიტიკურმა თანაშემწემ, მაიკლ კოენმა დაადასტურა, რომ ის და ტრამპი თეთრ სახლში, 2017 წლის თებერვალში, ტრამპის მიერ, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებიდან მალევე შეხვდნენ.

კოენმა თქვა, რომ მან და ტრამპმა განიხილეს, თუ როგორ აუნაზღაურდებოდა კოენს ის ფული, რომელიც მან პორნომსახიობ სტორმი დენიელსს გადაუხადა, რათა ამომრჩევლებს არ გაეგოთ არჩევნებამდე ტრამპთან მისი სავარაუდო რომანის შესახებ. შემდგომში, კოენს ამ თანხას ყოველთვიური განვადებით, 2017 წლის განმავლობაში უნაზღაურებდნენ.

ტრამპის ადვოკატები აცხადებენ, რომ თეთრი სახლის შეხვედრის გამო ტრამპის ნასამართლობა უნდა გაუქმდეს, უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად.

„მინიმუმ, ჩვენ ვიმსახურებთ ახალ სასამართლო პროცესს“, - განუცხადა ტრამპის ადვოკატმა უილ შარფმა CNN-ს.

პროკურორმა ჯოშუა სტეინგლასმა ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ხუან მერჩანს სამშაბათს წერილში განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურორებს „მიაჩნიათ, რომ ბრალდებულის არგუმენტები უსაფუძვლოა“, ისინი არ აპროტესტებდნენ დაგეგმილი სასჯელის გადადებას.

XS
SM
MD
LG