ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღეს, რომელიც მიზნად ისახავს ხარვეზების აღმოფხვრას და რუსეთის გაზის ექსპორტს პირველად იღებს სამიზნეში. ეს განცხადება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გააკეთეს.
დასავლეთმა მოსკოვს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გაზზე ახალი შეზღუდვები მიზნად ისახავს რუსეთის შემოსავლების შემცირებას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ექსპორტიდან, ტრანსპორტირების აკრძალვით - ევროკავშირის პორტებში ტვირთების ერთი გემიდან მეორეზე გადატანის აკრძალვით და შვედეთისა და ფინეთისთვის საშუალების მიცემით, გააუქმონ LNG-ის ზოგიერთი კონტრაქტი.
თუმცა, გაერთიანება არ კრძალავს რუსული LNG-ის იმპორტს, რომელიც ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა.
სანქციები ძალაში შევა ცხრათვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ. პაკეტი ასევე კრძალავს ახალ ინვესტიციებს და მომსახურებას რუსეთში მშენებარე LNG პროექტების დასასრულებლად.
გაზის ბაზრის ექსპერტები აცხადებენ, რომ ღონისძიებას, სავარაუდოდ, მცირე გავლენა ექნება, რადგან ევროპა კვლავ ყიდულობს რუსულ გაზს თავად და ევროკავშირის პორტების გავლით აზიაში გადაზიდვები წარმოადგენს რუსული LNG ექსპორტის მხოლოდ 10%-ს.
ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი მილიონობით ევროს მოიცავს და არა მილიარდებს.
ცენტრალური ევროპის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ იღებს გაზს რუსეთიდან, უკრაინის გავლით. ევროკავშირმა 2022 წელს აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, გარკვეული გამონაკლისებით.
სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს სანქციების გვერდის ავლის შეზღუდვას, წევრი სახელმწიფოების დონეზე, მეტი პასუხისმგებლობისა და ჯარიმების დაწესებით მათთვის, ვინც არღვევს რეგულაციებს.
სანქციების სიას 116 სუბიექტი და ფიზიკური პირი ემატება, რაც ჯამში ამ სიაში მყოფთა რაოდენობას 2200-მდე ზრდის.
ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ აწესებს ახალ სანქციებს ექვსი ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის „მავნე კიბერ აქტივობებში“, ევროკავშირისა და უკრაინის წინააღმდეგ. ოთხი მათგანი რუსულ დაზვერვასა და უსაფრთხოების სამსახურებს უკავშირდება.
ევროკავშირმა გადადო ბლოკში ალმასების იმპორტის აკრძალვის საკითხის გადახედვა, 2025 წლის 1 მარტამდე. იმპორტის აკრძალვა იყო ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რყევა, ათწლეულების განმავლობაში.
შეერთებული შტატები ასევე განიხილავს გადახედოს რუსული ალმასების იმპორტის აკრძალვის მკაცრ ზომებს, მას შემდეგ, რაც მას პროტესტი მოჰყვა აფრიკის ქვეყნების, ინდოელი ძვირფასი ქვების გადამამუშავებლების და ნიუ-იორკელი იუველირების მხრიდან, განუცხადა შვიდმა წყარომ ახალი ამბების სააგენტო "როიტერს", მაისში.
ევროკავშირის ქვეყნები ასევე განიხილავენ პაკეტს, რომელიც გაამკაცრებს ბელორუსის წინააღმდეგ სანქციებს, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთი წყაროა, თუმცა აქამდე მოკავშრეები თავს იკავებენ ამ ნაბიჯის გადადმისგან.
Facebook Forum