მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შვედეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით, $7,01 მილიარდს გამოუყოფს.
შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედრო მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს თავდაცვით აღჭურვილობას, ფინანსურ კონტრიბუციას და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვისთვის. $7 მილიარდი, სამ წელზე თანაბრად გადანაწილდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება "თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინისადმი შვედეთის პრაქტიკულ სოლიდარობას გამოხატავს.”
„უკრაინისადმი შვედეთის მხარდაჭერის გასაძლიერებლად და გრძელვადიანი პერსპექტივის გასაზრდელად, მთავრობა და შვედეთის დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ შემოიღონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ჩარჩო 2024-2026 წლებისთვის“, - განაცხადა შვედეთის მთავრობამ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ შვედური წარმოების იარაღმა „უკვე დაამტკიცა თავისი თავი ბრძოლის ველზე“.
“Archers და CV-90-ები, უკვე ეხმარება უკრაინის დამცველებს, ჩვენი ტერიტორიიდან მტრის განდევნაში“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.