ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონი: ჩინეთი რუსეთს ლეტალურ საბრძოლო იარაღს აწვდის


ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა 22 მაისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ შეიარაღებას აწვდის, ან მის მისაწოდებლად ემზადება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი აღნიშნული დახმარების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გეგმავს.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვას გააჩნიათ იმის მტკიცებულება, რომ „ლეტალური სახის დახმარება ახლა ჩინეთიდან რუსეთში და უკრაინაში მიედინება". შაპსის თქმით, ეს ყოველივე მოვლენების "მნიშვნელოვან განვითარებას" წარმოადგენს.

თავდაცვის მინისტრს შეხვედრაზე რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. "ჩვენ ეს უნდა გვაშფოთებდეს, რადგან ამ ომის პირველ დღეებში, ჩინეთს სურდა თავი ისე წარმოეჩინა, თითქოს მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე გარკვეული "ზომიერი გავლენა” ჰქონდა", - დასძინა შაპსმა.

პეკინს ამ განცხადებაზე რეაქცია ჯერ არ ჰქონია, განცხადება ამ დრომდე არც ლონდონში მდებარე ჩინეთის საელჩოს გაუკეთებია. გასულ თვეში, ჩინეთის საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, განაცხადა, რომ ის არ აწვდის რუსეთს საბრძოლო იარაღს და რომ "არანაირად არ მონაწილეობს უკრაინის კრიზისში".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG