სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს მაშინ, როდესაც ის ხალხს ქალაქ ჰენდლოვაში ესალმებოდა.
თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და ყვებიან, რომ დაინახეს პრემიერ-მინისტრის ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში.
სლოვაკეთის ლიდერი ვერტმფრენით გადაიყვანეს ახლომდებარე საავადმყოფოში, სავარაუდო თავდამსხმელი კი პოლიციამ დააკავა.
59 წლის ლიდერის მკვლელობის მცდელობის გამო, ევროპელმა ლიდერებმა მწუხარება გამოთქვეს.
სლოვაკეთის ოპოზიციამ დღეს ანტისამთავრობო დემონსტრაცია გააუაქმა.
სამი ათწლეულის განმავლობაში, ფიცო პროევროპელი ლიდერიდან, ნაციონალისტური პოზიციებით გაჯერებული, ამერიკის და ევროკავშირის პოზიციებთან დაპირისპირებულ ლიდერად იქცა.