ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ჩინეთს მაისში ოფიციალური ვიზიტით ეწვევა


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, მაისში ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. დიდი ალბათობით, ეს იქნება მისი პირველი საზღვარგარეთ ვიზიტი ახალი ვადით არჩევის შემდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" 5 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დასავლურმა მთავრობებმა პუტინის ხელახლა არჩევა დაგმეს და არჩევნები შეაფასეს, როგორც უსამართლო და არადემოკრატიული. თუმცა, პუტინმა მილოცვები რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ბელარუსის ლიდერებისგან მიიღო.

"პუტინი ეწვევა ჩინეთს", - განუცხადა "როიტერს" ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ. დეტალები სააგენტოს დაუდასტურა სხვა ოთხმა წყარომაც.

წყაროების თქმით, პუტინის ვიზიტი ჩინეთში, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში შედგება. ორმა წყარომ თქვა, რომ პუტინის ვიზიტი ევროპაში, ჩინეთის პირველი პირის, სი ძინპინის დაგეგმილ მოგზაურობამდე მოხდება.

კრემლმა თქვა, რომ პუტინის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით, ჯერ არ გაუკეთებია.

ჩინეთმა და რუსეთმა "ულიმიტო" პარტნიორობის შესახებ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებამდე განაცხადეს.

XS
SM
MD
LG