ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთმა ამერიკული ეფ-16-ების შესყიდვის შესახებ ამერიკისგან ოფიციალური წერილი მიიღო


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ეფ-16-ის ტიპის ავიამოერიშეების და მათი მოდერნიზაციის ნაკრების შესყიდვის წერილის პირველი ვერსია გაუზგავნა. ინფორმაცია ამის შესახებ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გაავრცელა.

თურქეთმა ეფ-16-ები 2021 წლის ოქტომბერში მოითხოვა, თუმცა მას შემდეგ, ამერიკასთან შეთანხმება ვერ ხდებოდა. ორი წლით ადრე, ამერიკამ თურქეთს ეფ-35-ების პროგრამა დაატოვებინა, რაც რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, ეს-400-ის შეძენამ გამოიწვია.

მას შემდეგ, რაც გრძელვადიანი განხილვების შედეგად, თურქეთმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, ბაიდენის ადმინისტრაციამ, თურქეთისთვის 3 წლის წინ მოთხოვნილი ეფ-16-ების მიყიდვას მწვანე შუქი მისცა.

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, იანვარში კონგრესს ფორმალურად უკვე აცნობა, რომ მზადაა 23 მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვას დასთანხმდეს.

მას შემდეგ, რაც თურქეთი გადახედავს ამერიკისგან მიღებულ შეთავაზების წერილს, ორივე ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდებიან და საბოლოო დეტალებს ერთად გაივლიან, რის შემდეგაც, მოლაპარაკება დასრულდება.

XS
SM
MD
LG