ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ეგვიპტეს დრონებს გადასცემს


თურქეთი დათანხმდა თავისი დრონები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოთხოვნადი სამხედრო აღჭურვილობა გახდა, ეგვიპტეს გადასცეს. ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში შეწყვეტილი ურთიერთობების ნორმალიზების ფონზე, განცხადება ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

14 თებერვალს, ეგვიპტეში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი. ეს ეგვიპტეში მისი პირველი ვიზიტია, მას შემდეგ, რაც ურთიერთობის ნორმალიზების შემდეგ, ერთი წლის წინ, მხარეებმა ერთმანეთის დედაქალაქებში ელჩები წარგზავნეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის თქმით, 14 თებერვალს დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის ლიდერები, ორმხრივ და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს.

„ეგვიპტისთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ურთიერთობების ნორმალიზაცია, რათა მას ჰქონდეს გარკვეული ტექნოლოგიები. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ეგვიპტეს მივაწოდოთ დრონები და სხვა ტექნოლოგიები“, - განაცხადა ფიდანმა.

თურქული წარმოების დრონებზე საერთაშორისო მოთხოვნა, სირიაში, ლიბიაში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებში, მათი გავლენის შემდეგ გაიზარდა. თურქული დრონის მყიდველებს შორის ასევე არის ეთიოპია, რომელსაც ჰიდროელექტრო კაშხლის გამო, რთული ურთიერთობები აქვს.

XS
SM
MD
LG