ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი პოლონეთს დაბლოკილ 137 მილიარდზე წვდომას აღუდგენს


პოლონეთი ევროკავშირის სხვადასხვა ფონდში 137 მილიარდ ევროზე მიიღებს წვდომას, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 23 თებერვალს. ეკონომიკურმა ბლოკმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვარშავაში ახალმა მთავრობამ რეფორმების განხორციელება დაიწყო.

ევროკავშირის ფონდებზე ბლოკის მოხსნა ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პროევროპული კოალიციური მთავრობის საარჩევნო დაპირება იყო. ფინანსურ რესურსებზე აღდგენილი წვდომა პოლონეთში ინვესტიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც უკრაინის ომის შედეგად დაზარალებულ ეკონომიკას გააძლიერებს.

„კარგი ამბავი მაქვს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. "მომავალ კვირას გამოვა ორი გადაწყვეტილება ევროპული ფონდების შესახებ, რომლებიც ამჟამად დაბლოკილია პოლონეთისთვის. ეს გადაწყვეტილებები პოლონეთისთვის 137 მილიარდ ევროს ნიშნავს", - თქვა მან.

ამ ოდენობაში შედის 60 მილიარდი ევრო, თანხა, რომელიც ევროკავშირმა საკუთარი წევრებისთვის კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგებზე თავის გასართმევად დაამტკიცა. ამას დაემატება, დაახლოებით, 76,5 მილიარდი ევრო პოლონეთში ცხოვრების დონის ასამაღლებლად.

"ეს ტონა ფულია, ჩვენ მას კარგად გამოვიყენებთ", - თქვა პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა.

XS
SM
MD
LG