სამშაბათს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თქვა, რომ მეფე ჩარლზის სიმსივნე ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მთელი ქვეყანა იმედოვნებს ის სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს. 75 წლის მონარქი მსოფლიოს ლიდერებისგან მხარდამჭერ გზავნილებს იღებს.
ორშაბათს ბუკინგემის სასახლემ გაამჟღავნა, რომ ჩარლზი, რომელიც დედის, დედოფალ ელიზაბეთის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე 18 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში იმყოფება, „კიბოს ფორმას" ებრძვის. მეფე მკურნალობის მიზეზით საჯარო საქმიანობას გადადებს.
სასახლემ განაცხადა, რომ მეფე „სრულ პოზიტიურობას“ ინარჩუნებს და როგორც კი შესაძლებელი იქნება, საჯარო საქმიანობას დაუბრუნდება.
ჩარლზის უმცროსი ვაჟი, რომელიც სამეფო ოჯახიდან გამოყოფილია, ცოტა ხანში ბრიტანეთში ჩავა. მოელიან რომ ტახტის მემკვიდრე უფლისწული უილიამი მონარქის ზოგიერთი ვალდებულების შესრულებას თავის თავზე აიღებს.
ჩარლზი გეგმავს მონარქის არასაჯარო საქმიანობის უმეტესი წილი, მათ შორის პრემიერ მინისტრის ყოველკვირეული აუდიენციები და სახელმწიფო დოკუმენტებზე მუშაობა გააგრძელოს. პრემიერ მინისტრმა სუნაკმა თქვა, რომ მეფესთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
სამეფო ოჯახო საკუთარ სამედიცინო საკითხებს, როგორც წესი, არ ასაჯაროებს, მაგრამ სასახლემ განაცხადა, რომ ჩარლზმა გადაწყვიტა ამ შემთხვევაში ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო, რადგან ის კიბოსთან ბროლასთან დაკავშირებული ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციის ქომაგია.