აზერბაიჯანის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართული ტელედებატების მაყურებელს, გაუჭირდებოდა იმის გადაწყვეტა, თუ ვის უჭერს მხარს, მოქმედ პრეზიდენტს, თუ ოპოზიციას. არც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და არც რელაური ოპოზიციის წარმომადგენლები დებატებს არ ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანის საზოგადოებრივ ტელევიზიაში გამართულ დებატებზე პრეზიდენტმა ალიევმა საკუთარი წარმომადგენელი თაჰირ ბუდაგოვი მიავლინა.
პარტიებმა და აქტივისტებმა, რომლებიც აზერბაიჯანში რეალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, დებატებს ბოიკოტი გამოუცხადეს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ალიევი ქვეყანაზე ავტორიტარულ კონტროლს 2003 წლიდან, მამამისის, ჰეიდარ ალიევისგან ძალაუფლების მიღების შემდეგ ახორციელებს.
არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი შეკითხვა 7 თებერვალს დანიშნული არჩევნების მიმართ ის არის, მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნებში გადააჭარბებს თუ არა ალიევი საკთარი გამარჯვების რეკურდულ ზღვარს - ხმების 89 პროცენტს, რომელიც მან 2008 წლის არჩევნებში მიიღო. მომდევნო ორ არჩევნებში, 2013 და 2018 წლებში, მან ხმების შედარებით დაბალი რაოდენობა - 85 და 86 პროცენტი მოიპოვა.
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ის საერთოდ დაინიშნა. კონსტიტუციის თანახმად, კენჭისყრა 2025 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ალიევმა დეკემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ ის არჩევნებს ნაადრევად ჩაატარებდა.
სხვადასხვა შეფასებით, მთიანი ყარაბაღის დაბრუნების და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ალიევს მაღალი პოლიტიკური კაპიტალი და მხარდაჭერა აქვს.