ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი და უკრაინა ურთიერთობის გაუმჯობესების პირობას დებენ


პოლონეთისა და უკრაინის ლიდერები პირობას დებენ, რომ პოლიტიკურ უთანხმოებას, რომელმაც ომის დროინდელი მნიშვნელოვანი კავშირი გარკვეულწილად გაანელა, გადალახავენ და თავდაცვის კუთხით თანამშრომლობას გააძლიერებენ.

პოლონეეთის ახალი პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის პირველი ვიზიტი უკრაინაში ორშაბათს დაიწყო. მან ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობრობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და თქვა, რომ მხარეებმა სატვირთოების პოლონელი მძღოლების პროტესტის თაოაბაზე ურთიერთგაგებას მიაღწიეს.

"პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას ამ ომის მოგების შანსები გაეზარდოს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა ერთობლივ ბრიფინგზე.

ვარშავა ომში მყოფი ქვეყნის უმთავრესი მოკავშირეა მაშინ, როცა უკრაინა დასავლეთისგან მეტ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას ითხოვს. თუმცა ბოლო თვეებში პოლონეთთან გამშვებ სასაზღვრო პუნქტებზე მოწყობილმა ბლოკადამ ურთიერთობაში დაძაბულობა შეიტანა. პოლონელი ფერმერები და სატვირთოების მძღოლები ჩივიან, რომ უკრაინელთათვის ევროკავშირის მიერ მინიჭებული შეღავათიანი პირობები ადგილობრივებს უთანასწორო კონკურენტულ სიტუაციას უქმნის. უკრაინა კი ამბობს, რომ ეს ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკას ძლიერ აზარალებს. გასულ კვირას მძღოლებმა პროტესტი დროებით შეწყვიტეს. უკრაინელ მძღოლებს კი ევროკავშირში სპეციალური ნებართვის გარეშე გადააადგილების უფლება პირველ მარტამდე აქვთ.

"ჩვენ გვესმის იმ მიზეზების სიღრმე, რამაც ამ სიტუაციამდე მიგვიყვვანა, მაგრამ ყურადღება უპირველესად იმ საფრთხის სიღრმეს უნდა მივაქციოთ, რომელიც ჩვენი ხალხების წინაშე დგას", - თქვა ზელენსკიმ და განმარტა, რომ მიესალმება პოლონეთის მთავრობის სურვილს იმუშაონ ამ საკითხზე.

ორივე ქვეყნის ლიდერმა შეაქო ის ძალისხმევა, რომელიც იარაღის ერთობლივი წარმოების მიმართულებით უნდა იყოს გაწეული. ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა "X"-ზე დაწერა, რომ მხარეებმა თანამშრომლობის "ახალი ფორმები განიხილეს, რისი მიზანიც უკრაინის საჭიროების შესაბამისად იარაღის ფართო მასშტაბის შესყიდვა იქნება", თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG