ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში შეხვედრებს მართავს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და შვეიცარიიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნასიო კასისი.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და შვეიცარიიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნასიო კასისი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაშია. ის შვეიცარიის პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს ბერნში მართავს, მოგვიანებით კი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ზელენსკი შეხვედრებს ასევე გამართავს ნატოს, ევროკავშირის და სხვა სახელმწიფო ლიდერებთან, ასევე - ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა, უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერება.

„ასევე განვიხილავ რუსეთის მიერ მოტაცებული უკრაინელი ბავშვების, სანქციების, გაყინული რუსული აქტივების გამოყენების, ფინანსური დახმარებისა და [უკრაინის] აღდგენის საკითხებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „X”-ზე.

კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ კიევის სამშვიდობო წინადადებაზე დავოსში დაგეგმილი მოლაპარაკებები უშედეგო იქნება, რადგან დისკუსიებში რუსეთი არ მონაწილეობს. მოსკოვი ამბობს, რომ უკრაინაში "სამხედრო ოპერაციას" გააგრძელებს იქამდე, სანამ ყველა დასახულ მიზანს არ მიაღწევს. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, კრემლი კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

დისკუსია სამშვიობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უნდა წარიმართოს, რომელიც ოფიციალურად დღეს იწყება. მსოფლიო ლიდერები, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისა და ისრაელი - "ჰამასის" ომის მიმდინარეობას განიხილავენ და კონფლიქტების მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG