ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში დემოკრატები და რესპუბლიკელები მთავრობის დროებით დაფინანსებაზე თანხმდებიან


აშშ-ის კონგრესში, რესპუბლიკელმა და დემოკრატმა ლიდერებმა, კვირას მოკლევადიანი საბიუჯეტო კანონპროექტი გამოვაქვეყნეს, რომელიც მთავრობის ნაწილობრივ დახურვას და ფედერალური სააგენტოების ფუნქციონიორებას მარტამდე უზრუნველყოფს.

შეთანხმება მიზნად ისახავს ქაოსის თავიდან აცილებას და მეტი დროის გამოყოფას, რათა მხარეები სამთავრობო ხარჯების კანონმდებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც მთავრობის საქმიანობას აფინანსებს.

სამთავრობო უწყებებს დაფინანსება პარასკევს შუაღამისას ამოეწურება და მოუწევთ შეამცირონ აქტივობა, თუ ახალი დაფინანსება არ იქნება ხელმოწერილი.

დემოკრატების ხელმძღვანელობით სენატსა და რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატაში, სამთავრობო ხარჯებზე თვეების განმავლობაში ვერ თანხმდებიან.

სენატის უმრავლესობის ლიდერი, დემოკრატები სენატორი ჩაკ შუმერი ამ ზომების მიღებაზე, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონთან, სენატის რესპუბლიკელ ლიდერ მიტჩ მაკკონელთან და პალატის დემოკრატ ლიდერ ჰაკიმ ჯეფრისთან შეთანხმდა.

კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში შეიძლება შეექმნას სირთულეები, სადაც კონსერვატორი რესპუბლიკელები, სამთავრობო ხარჯების შესამცირებლად რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას მცირე უმრავლესობით აკონტროლებენ. ზოგიერთი რესპუბლიკელი ამტკიცებს, რომ ხარჯების ნებისმიერი კანონპროექტი, ასევე უნდა მოიცავდეს აშშ - მექსიკის საზღვარის საკითხს.

მიმდინარე დაფინანსება ამ კვირაში ამოიწურება ფედერალური პროგრამებისთვის, რომლებიც მოიცავს ტრანსპორტირებას, საცხოვრებელს, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ვეტერანებს და სამხედრო მშენებლობას.

მთავრობის სხვა ნაწილების, მათ შორის თავდაცვის დაფინანსება 2 თებერვლამდე გაგრძელდება.

ხარჯების ახალი კანონპროექტი პირველ ჯგუფს დაფინანსებას 1 მარტამდე, მეორეს კი 8 მარტამდე გაუხანგრძლივებს.

სენატის უმრავლესობის ლიდერისა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დროებითი შეთანხმება, 1,59 ტრილიონი დაფინასნების გამოყოფას გულისხმობს.

ეს კონგრესმენებს მეტ დროს მისცემს, უფრო დიდი ხარჯების კანონმდებლობაზე მოილაპარაკონ, რომელიც კონგრესს ახალი ფისკალური წლის დადგომამდე, 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიეღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG