ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონკურენტები ტრამპს 6 იანვრის საქმეში არ ადანაშაულებენ


დონალდ ტრამპის რესპუბლიკელი კონკურენტები აიოვას შტატში, სადაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი პრაიმერები 15 იანვარს გაიმართება, თითოეული შესაძლო ხმისთვის იბრძვიან. თუმცა, როდესაც საქმე ეხება 2021 წლის 6 იანვარის მოვლენებს, ისინი ყოფილ პრეზიდენტს არაფერში ადანაშაულებენ.

ისინი მარტონი არ არიან. აიოვაში წარმოებული რესპუბლიკური კამპანიის ღონისძიებებზე და დებატების დარბაზებში კაპიტოლიუმზე თავდასხმას იშვიათად ახსენებენ. შაბათს, ამერიკაში ამბოხების მცდელობის მესამე წლისთავს აღნიშნავენ.

ეს, სავარაუდოდ, უადვილებს ყოფილ პრეზიდენტს რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოპოვებას, რა შემთხვევაშიც ის ნოემბრის საყოველთაო არჩევნებზე დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს დაუპირისპირდება.

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და ამერიკის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, ტრამპის მთავარი კონკურენტები არიან, თუმცა აიოვას შტატში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მას ბევრად ჩამორჩებიან. ამის მიუხედავად, არცერთ მათგანს არ უთქვამს, რომ ტრამპის როლი თავდასხმაში მას შეუფერებელს ხდის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ოთხწლიანი ვადისთვის.

ახალი გამოკითხვის თანახმად, მათთვის შესაძლოა ჭკვიანური იყოს 6 იანვრის მოვლენებზე საუბრისგან თავი შეიკავონ. ამ კვირაში გამოქვეყნებულმა მერილენდის უნივერსიტეტისა და „ვაშინგტონ პოსტის“ გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპუბლიკელები უფრო თანაუგრძნობენ 6 იანვრის ამბოხებულებს და ნაკლებად ადანაშაულებენ ტრამპს იმ დღეს მის ქმედებებში, ვიდრე სამი წლის წინ.

XS
SM
MD
LG