3 იანვარს ინგლისში თამაშემწე ექიმებმა (junior doctors) დაბალი ანაზღაურების გამო, ექვსდღიანი გაფიცვა დაიწყეს. ეს ყველაზე გრძელი გაფიცვაა სახელმწიფო ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის 75-წლიან ისტორიაში.
ექიმები, რომლებსაც ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაცია წარმოადგენს, გასულ წელს, მზარდი ინფლაციის პირობებში არაერთი საპროტესტო გამოსვლა მოაწყვეს უკეთესი ანაზღაურების მოთხოვნით.
პროფკავშირები მთავრობისგან გაფიცვის დასასრულებლად ანაზღაურების გაზრდის „დამაჯერებელ“ შეთავაზებას ითხოვს. გაფიცვა კი თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სამსახურს, რომელიც ამ ეტაპზე 7,7 მილიონზე მეტ ადამიანს მკურნალობს.
2023 წელს გაფიცვების დაწყების შემდეგ ჯანდაცვის სამსახურმა მთლიანობაში ექიმებთან 1,2 მილიონი ვიზიტი გააუქმა.