4 იანვარს ამერიკა მექსიკასთან საზღვრის 4 პუნქტს გახსნის. საზღვრის არალეგალური კვეთის შემცირების და შესაბამისად, მესაზღვრეებისთვის გამოთავისუფლებული დროის გამო, ამერიკის მთავრობაში ამბობენ, რომ პუნქტების თავიდან გახსნა შესაძლებელია.
ამერიკა განაახლებს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს საერთაშორისო ხიდ "იგლ ფასზე", ასევე ტეხასში, არიზონაში, სან-დიეგოში და კალიფორნიაში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.
დეკემბრის თვეში, საზღვრის დაცვის სამსახურს განსაკუთრებით ბევრი საქმე ჰქონდა. საზღვრის კვეთის არალეგალური შემთხვევები დღეში 11 000-ს აღწევდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
კანონმდებლები დღემდე ცდილობენ შეთანხმებას მიაღწიონ საზღვრის დაცვის საკითხთან დაკავშირებით. დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ თანხმდებიდან რამდენი და რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ საზღვრის არალეგალური კვეთა შეწყდეს, ან მკვეთრად შემცირდეს.
გასულ კვირას, მექსიკელი და ამერიკელი ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ მიგრაციის საკითხის გადასაჭრელად.