დანიამ შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივ შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც ამერიკელ ჯარისკაცებს და სამხედრო აღჭურვილობას დანიის მიწაზე განლაგების საშუალება ექნება. ამის შესახებ 19 დეკემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.
10-წლიანი შეთანხმების თაობაზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეერთებულმა შტატებმა მსგავს შეთანხმებებს ფინეთთან და შვედეთთან დეკემბრის დასაწყისში მოაწერა ხელი.
„ეს ნიშნავს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და აღჭურვილობა შეიძლება მუდმივად განთავსდნენ დანიის მიწაზე”, - განუცხადა ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.
შეთანხმებას, რომლის დეტალებზე მოლაპარაკებაც დანიამ და შეერთებულმა შტატებმა გასული წლის თებერვალში დაიწყეს, ხელი ამ კვირის ბოლოს მოეწერება და ის ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა მომზადდება - დაახლოებით ერთი წლის შემდეგ.