ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კვირას განაცხადა, რომ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფო მხოლოდ ტრავმების ელემენტარულ სტაბილიზაციას ახერხებს, სისხლის გადასხმისთვის მარაგი არ აქვს და პაციენტების უწყვეტი ნაკადის მოსავლელად პერსონალი თითქმის არ გააჩნია.
მედიკამენტებისა და ქირურგიული მასალების მიტანის შემდეგ, გაეროს ჯგუფმა, ღაზის მთავარი სამედიცინო ობიექტის გადაუდებელი დახმარების განყოფილების აღწერისას, ის „სისხლიან კალოს“ შეადარა.
ჯანმომ თქვა, რომ იქ ასობით დაჭრილი პაციენტი იყო და ყოველ წუთს ახალი პაციენტები ემატებოდა. ტრავმირებულების ჭრილობების გაკერვას პირდაპირ იატაკზე, თითქმი სრულიად ტკივილგამაყუჩებლების გარეშე უტარებდნენ.
ღაზის სექტორიში ომამდე არსებული 24 საავადმყოფოდან მხოლოდ ოთხი და ისიც ნაწილობრივ მუშაობს. მათგან სამი, თითქმის ვერ მოქმედებს.
ჯანმომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ აგროვებდა ინფორმაციას ქამალ-ადვანის საავადმყოფოში, სადაც, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის წარმომადგენლების თქმით, ისრაელის ძალებმა პერიმეტრი ბულდოზერებით დაანგრია. ისრაელმა განაცხადა, რომ ობიექტს „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ.
ღაზის მმართველმა ჯგუფმა ქამალ-ადვანის ან სხვა საავადმყოფოების საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოყენების შესახებ ინფორმაცია უარყო.
ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ ალ-შიფას, რომელიც ადრე დაიკავა, „ჰამასი“ იყენებდა.