პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს რუსეთის თავდასხმებთან გამკლავებისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა უკრაინული სამაშველო სამსახურების მიმართ ზამთრის ექსტრემალური ამინდის პირობებში მუშაობისთვის.
თავის ღამის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ დაუნდობელი, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა დონეცკისა და ხარკივის აღმოსავლეთ რეგიონებში, ხოლო „უკიდურესად რთული ამინდი“ რთულ პირობებს ქმნის კიევიდან ოდესამდე.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მოლდოვამ დროებით შეაჩერა სამანქანო მიმოსვლა ოდესის რეგიონის ორი სასაზღვრო პუნქტზე. მოლდოვის ხელისუფლებამ ასევე სთხოვა ადგილობრივ სკოლებს, განიხილონ დროებითი დახურვა თოვლისა და ძლიერი ქარის გამო.
ოდესის მერმა ჰენადი ტრუხანოვმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოსცა გაფრთხილება, რომ ოლქის ნაწილებში წყლის მიწოდება ელექტროენერგიის გათიშვის გამო დროებით შეწყდება.
ყირიმში, რუსეთის მიერ დანიშნულმა წამომარგენელმა, ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, რომ თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის, შავი ზღვის პორტ სევასტოპოლის და ხერსონის ოლქის ნაწილის ხელმძღვანელებმა, რომლებიც მოსკოვის კონტროლს ექვემდებარებიან, ორშაბათს დასვენების დღე გამოაცხადეს ძლიერი ქარის, დატბორილი სახლებისა, დათოვლილი გზებისა და დაზიანებული შენობების გამო.
Facebook Forum