26 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მშვიდობის გარეშე "რთული იქნება ნებისმიერი ხიდის მშენებლობა". სომხეთის პრემიერმა დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონს ახლა "ხანგრძლივი მშვიდობა" ესაჭიროება.
მშვიდობიანი თანაცხოვრება ფაშინიანის თქმით, მისი ოფისის გეგმის "სამშვიდობო გზაჯვარედინის პროექტის" შექმნის დროს, პრიორიტეტი იყო. ის სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანს, თურქეთს და რეგიონის სხვა ქვეყნებს კომუნიკაციების განვითარების საშუალებას მისცემს საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობისა და ელექტროგადამცემი კავშირების მოდერნიზებისა და აგების გზით.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ოფისი შეთანხმების პროექტზე მუშაობს, რომელიც აზერბაიჯანთან მშვიდობასა და ნორმალიზაციაზე ააწყობს ურთიერთობას და თქვა, რომ მათი იმედით, ეს პროექტი რამდენიმე თვეში დასრულდება.
სომხეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს თვეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი და შესაძლებელი გახდება რეგიონში სხვადასხვა საკითხზე თანამშრომლობის წარმართვა.