ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაშინიანი: სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან წლის ბოლომდე მოაწეროს ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას


სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და მოაგვაროს ურთიერთობები მეზობელ ქვეყანასთან.

17 ოქტომბერს ფაშინიანმა თქვა, რომ ერევანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის, რომელიც ასახავს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პრინციპებს და ასევე გულისხმობს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ამ ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით.

თავისი გამოსვლისას სომხეთის პრემიერმა ევროპარლამენტარებს მხარდაჭერა სთხოვა რეგიონში მშვიდობის დამყარების საქმეში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს ოფიციალური მოკავშირეები არ დაეხმარნენ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში.

მან თქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა მზადაა ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის, „რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“.

თავის გამოსვლაში ფაშინიანმა „ეთნიკურ წმენდად“ შეაფასა 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანის ბოლო თავდასხმა მთიან ყარაბაღზე და მისი შედეგები. ფაშინიანმა ასევე აცნობა თავის მსმენელებს, რომ ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება სომხეთის 1016 მოქალაქე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG