ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი: მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას


ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი. "რადიო თავისუფლების" ფოტო
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი. "რადიო თავისუფლების" ფოტო

"მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი - საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს", - აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნისას წარმოთქმული სიტყვის დროს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ „მართლაც აღსანიშნავია მთავრობის მიღწევები, როგორიც არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადასტურებს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს ევროპული პერსპექტივის ჩათვლით, რომელიც გასულ ივნისში დადასტურდა," და დასძინა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ოპტიმისტურად იყო განწყობილი ევროკომისიის მიერ პროგრესის დადებითად შეფასებასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანას გზას გაუხსნიდა კანდიდატის სტატუსისკენ.

საქართველოს პრემიერმა 26 ოქტომბერს აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა, რომელსაც მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, 63 ქვეყნის 2 000 დელეგატი ესწრება. ფორუმს საქართველოს გარდა სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, კერძოდ სომეხი, აზერბაიჯანელი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG