წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკერი კანონმდებლები დღეს, 11 ოქტომბერს შეიკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ, ვინ უნდა აირჩიონ პალატის სპიკერად. რესპუბლიკელებმა არჩევანი ორ კანდიდატს - სტივის სკალისსა და ჯიმ ჯორდანს შორის უნდა გააკეთონ. უკვე ერთი კვირაა, რაც წარმომადგენელთა პალატამ წინა სპიკერი, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი გადააყენა.
დახურულ კარს მიღმა გამართულ კენჭისყრაზე, აღმოჩნდა, რომ გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ კანდიდატს არ ჰქონდა. სკალისს ვეტერანი და პარტიის სათავეში მყოფი რესპუბლიკელები უჭერენ მხარს, ჯორდანს კი რესპუბლიკური პარტიის მემარჯვენე ფრთისა და კონსერვატორი კანონმდებლების მხარდაჭერა აქვს.
არსებობდა მოლოდინი, რომ მაკკარტი კენჭს კვლავ იყრიდა, თუმცა მან უარი განაცხადა სპიკერობა კვლაც ეცადა. ახლა მის მოვალეობას, მაკკარტისვე არჩეული პატრიკ მაკჰენრი ასრულებს.
მართალია კენჭისყრა დღესაა დაიშნული, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ეს საკმაოდ ხმაურიანი და გრძელვადიანი პროცესი იქნება, ვინაიდან წინა სპიკერის, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტის გადაყენებას მხარი 8 რესპუბლიკლემაც დაუჭირა. არავინ იცის, როგორი იქნება მათი პოზიცია ახლა.
არ არსებობს კანონით განსაზღვრული კონკრეტული წესი იმისა, თუ როგორ უნდა აირჩიონ წამორმადგენელთა პალატის სპიკერი, კანონმდებლებმა კენჭისყრამდე ამ წესის შესახებაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამერიკის ქვედა პალატის წევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მარტივი უმრავლესობა იქნება საკმარისი სპიკერის ასარჩევად, თუ აბსოლუტური უმრავლესობის ხმები გახდება აუცილებელი.
რესპუბლიკელებს წარმომადგელეთა პალატაში უმრავლესობა აქვთ. მცირედი სხვაობით წარმოდგენილი - 221 რესპუბლიკელი და 212 დემოკრატი - კანონმდებლები ამბობენ, რომ სპიკერის არჩევის საკითხი სასწრაფოდ უნდა გადაწყდეს. ისრაელის კრიზისის და უკრაინაში მიმდინარე ომის, ასევე, ამერიკის 2024 წლის საპრეზიდნტო რბოლის ფონზე, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს გამართულად მუშაობა განსაკურებით მნიშვნელოვანია.