ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი "ჰამასსა" და რუსეთს შორის პარალელს ავლებს


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დასავლეთს ერთიანობისკენ და საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. მან პარალელი გაავლო "ჰამასის" მებრძოლების ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას შორის.

„ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისრაელს თავს დაესხა ტერორისტული ჯგუფი, ხოლო უკრაინას თავს დაესხა ტერორისტული სახელმწიფო“, - განუცხადა ზელენსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, კოპენჰაგენში, 9 ოქტომბერს ვირტუალური ჩართვისას.

„გაცხადებული განზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი იგივეა“, - დასძინა მან.

"ეს არაა, საერთაშორისო ასპარეზის შიდა დავების გამო დატოვების დრო. ეს არაა იზოლაციაში ყოფნის დრო. ეს არაა გაჩუმების ან იმის ფიქრის დრო, რომ ერთ კონტინენტზე მიმდინარე ტერორი, გავლენას არ მოახდენს გლობალურად“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ის შაბათ-კვირის ისრაელზე "ჰამასის" მებრძოლების თავდასხმაზე საუბრობდა.

უკრაინა - ვითარება ფრონტის ხაზზე

ამ ფონზე, უკრაინელმა სამხედროებმა, გარკვეული წარმატება აჩვენეს დონეცკისა და ზაპორიჟიის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში. რეგიონალური ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული დარტყმები გრძელდება და მშვიდობიანი მოსახლეობაში, მათ მსხვერპლი მოჰყვა.

„ნაწილობრივი წარმატება გვაქვს კლიშჩიევკასა და ანდრიევკას [ბახმუტის სამხრეთით] რაიონებში“, - თქვა გენერალურმა შტაბმა, ყოველდღიურ მოხსენებაში, 9 ოქტომბრის დილას.

კონტრშეტევის დაწყების დღიდან, უკრაინული ძალები ჩართულნი არიან შეტევითი ოპერაციებით ბახმუტის რაიონში. ეს არის ქალაქი, რომელიც ამ წლის დასაწყისში, რუსეთის ძალებმა დაიპყრო, ომის ყველაზე სისხლიანი ბრძოლების შემდეგ.

უკრაინის სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ წარმატებით განახორციელეს თავდასხმები სამხრეთით ზაპორიჟიეს რეგიონში, მელიტოპოლის მიმართულებით.

უკრაინის ჯარები ცდილობდნენ მიაღწიონ ქალაქ მელიტოპოლს, რათა გაჭრან სახმელეთო ხიდი, რომელიც აკავშირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას, აღმოსავლეთით ყირიმის ნახევარკუნძულთან. ყირიმი მოსკოვმა უკანონოდ დაოპყრო 2014 წელს.

ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება.

იმავდროულად, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსული დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18, მათ შორის, ორი ბავშვი დაიჭრა.

წინა დღეს, რუსული თავდასხმის შედეგად, დაშავდა ათეულობით ადამიანი, მათ შორის, 27 წლის ქალი და მისი ცხრა თვის ბავშვი, განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა.

რუსეთი რეგულარულად ბომბავს, უკრაინის მიერ კონტროლირებად ხერსონის ნაწილს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა გასულ წელს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან უკან დაიხია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG