ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა შავი ზღვის ჰუმანიტარულ კორიდორში 12 სატვირთო გემს ელოდება


უკრაინის ფლოტის განცხადებით, 12 სატვირთო გემი მზადაა, რომ შავი ზღვის სატვირთო კორიდორი გაიაროს და უკრაინის პორტში შევიდეს. ივლისში ე.წ "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შემდეგ, უკრაინა ცდილობს, რომ მარცვლეულის იმპორტი არ შეაჩეროს და გემების უსაფრთხოება თავის თავზე აიღოს.

რუსეთმა, რომელსაც გაცილებით უფრო დიდი ფლოტი ჰყავს, 2023 წლის ივლისის შემდეგ თურქეთისა და გაეროს შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა. შეთანხმება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული პორტებიდან გამომავალი და შემავალი სატვირთო გემებისთვის უსაფრთხო კორიდორს უზრუნველყოფდა.

ზაფხულში რუსეთმა თქვა, რომ დასავლეთი თავის პირობებს არ ასრულებდა და შეთანხმება დატოვა. უკრაინამ დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ მისცენ რუსეთს იმის უფლება, რომ შეთანხმება იარაღად გამოიყენოს.

სანამ თურქეთი და გაერო რუსეთთან მოლაპარაკებას და შეთანხმების აღდგენას ცდილობენ, უკრაინა ახლა თავად ცდილობს, რომ "ჰუმანიტარული კორიდორის" უსაფრთხოება უზრუნველყოს.

უკრაინის ფლოტის სპიკერმა დმიტრო პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ ახალი კორიდორის დასატოვებლად მზადაა 10 სატვირთო გემი, ხოლო კორიდორში შესვლას 12 გემი ელოდება.

ეს მაჩვნებლები მიუთითებს იმაზე, რომ ახალი დერეფნის გამოყენება სულ უფრო აქტიურდება, თუმცა სპიკერს არ დაუსახელებია კონკრეტულად როდის დატოვებენ გემები პორტს.

უკრაინის ფლოტის წარმომადგენლის თქმით, თავდაცვის ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სამოქალაქო გემების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

XS
SM
MD
LG