ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრებმა ვალია ვანიშვილმა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდისგან,“ პრემია მიიღო. თუმცა ლაურეატმა სპეციალურად მისთვის გამართულ ცერემონიაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან მას გადაადგილების თავისუფლება რუსი ოკუპანტებისგან უკანონოდ აქვს წართმეული.