ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერი, რეისი-A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები


ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს, თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სამთავრობო ბორტით გაფრინდა
ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს, თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სამთავრობო ბორტით გაფრინდა

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობს განმარტოს, თუ რა სახსრებით შეძლო ჩარტერული ფრენის დაფინანსება, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით და უკან. პრემიერმა და მისმა ოჯახმა, ამ მგზავრობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი, სახელმწიფო ბორტი, კანადური წარმოების Bombardier Challenger 850 გამოიყენა.

როდესაც საუბრობენ, რომ ღარიბაშვილმა გადაიხადა ჩარტერში ფული, გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ?! თუ, პირადად გადარიცხა, უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა, იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია
თამარ კორძაია, პარლამენტარი

ეს ლაინერი 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახსრებით შეიძინა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ემსახურება სამთავრობო ბორტს, „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სწორედ ამ ბორტით გაფრინდა.

სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის ორგანიზებაზე ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

გერმანიიდან პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, აშშ-ში გადაფრინდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. სამთავრობო ლაინერი, გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში, 28 აგვისტომდე დაელოდა და შემდეგ, აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, უკან, საქართველოში ჩამოიყვანა.

„პირველი და მთავარი აქ არის, ის, რომ როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავი გამოიყენება კერძო მიზნებისთვის, ეს უკვე ცალსახა პრობლემაა“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, „როდესაც ერთ კვირის განმავლობაში გაჩერებულია ეს თვითმფრინავი (მიუნხენში), წარმოუდგენელია ეს როგორ შეიძლება მოხდეს, რადგან ეს რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ეს ლაინერი არავის არ სჭირდება? ეს მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. პირველი, როგორ გამოიყენეს ბორტი, ეს უნდა იქნეს გამოკვლეული.

მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ მან (ღარიბაშვილმა) გადაიხადა ამაში ფული, პირადი სახსრების გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ?

და, თუ, პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა, მან უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა, იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია ან მისი დანაზოგი საიდან მოვიდა, ესეც გამოსაკვლევია“ - ამბობს თამარ კორძაია.

“თუ, მას თანხა საერთოდ არ აქვს გადარიცხული, ეს კიდევ უარესი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი ძალაუფლებას იყენებს თვითნებურად და ავიაკომპანიას, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან ეარვეიზს“ და ბ-ნ გაიაშვილს

(პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი
რევაზ ჯაველიძე, მთავრობს ადმინისტრაციის უფროსი

აიძულებს უფასოდ მოემსახუროს. აქ კორუფციის უფრო ფართო მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ, იმიტომ, რომ სწორედ ვალებში მყოფ „ჯორჯიან ეარვეიზს“ მიეცა რუსეთში ფრენების განახლების შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთვასალური დამოკიდებულებით, ღარიბაშვილს პატივი სცა ავიაკომპანიამ, ყველა ეს კითხვა საჭიროებს სათანადო პასუხებს“ - მიაჩნია დეპუტატს.

ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს, ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გაეცეს. მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ღარიბაშვილის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადაფრენას, სამი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტარტკომი. სამივე განცხადების სულისკვეთებაა, რომ პრემიერმა ჩარტერული რეისით მიუნხენში ორმხრივი ფრენა და იქ ლაინერის 9 დღით დაყოვნებაც, საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა, თუმც,ა ვერც სტარტკომი აკონკრეტებს, რა დაუჯდა ღარიბაშვილების ოჯახს ძვირაღირებული მგზავრობა და ათობით ათასი დოლარი საიდან ჰქონდათ.

როდის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის, გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით და რა დაჯდა რეისი A92771 , ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.

„გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს (ხელშეკრულება), უნდა მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, ხარჯებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ანზორ ჩუბინიძის უწყებას...

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება
გიორგი ამილახვარი, განათლების მინისტრი

(პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი“ - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრს სრული ნდობა გამოუცხადეს მისი გუნდის წევრებმა, ეკონომიკის და განათლების მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და გიორგი ამილახვარმა. „არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს, ეს ეხლა არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“ - განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სტრატკომი და „ოცნების“ მინისტრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაელოდონ პრემიერ-მინისტრის ახალ ქონებრივ დეკლარაციას, სადაც მათი მტკიცებით, გერმანიაში სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის დაფინანსების წყაროები მითითებული „სრულად იქნება“.

„ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა ღარიბაშვილმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის შემოდგომაზე შეავსო. მაშინ ღარიბაშვილის წლიური ანაზღაურება 45 ათასი ლარი იყო. ბოლო ორ (2021 და 2022 წლების) ქონებრივ დეკლარაციაში ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მშობლებმა 150 ათასი ლარი, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, საერთო ჯამში - 300 ათასი ლარი აჩუქეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG