ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანი: შესაძლოა ჩინეთთან სამხედრო დაძაბულობის რისკი მკვეთრად გაიზარდოს


ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ტაივანის სრუტეში, გამყოფ ხაზთან, შესაძლოა სამხედრო დაძაბულობა "მკვეთრად გაიზარდოს". ამის შესახებ ტაივანი მას შემდეგ საუბრობს, რაც სრუტეში ჩინეთის სამხედრო აქტივობა გაიზარდა, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებითაც.

დემოკრატიულად მართული ტაივანი, ბოლო სამი წლის განმავლობაში პეკინისგან გაზრდილ სამხედრო საფრთხეზე საუბრობს. განსაკუთებით კი კუნძულის სიახლოვეს ჩინეთის საჰაერო ძალების მანევრებით.

სამინისტროს განმარტებით, სამშაბათ დილით, უწყებამ 12 ჩინური სამხედრო საჰაერო ხომალდი დააფიქსირა. 7-მა მათგანმა კი სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა. მათგან ექვსი J-10 ჯეტი და ერთი დრონი იყო. უწყების განცხადბეითვე, ამავე დროს 5 ჩინური გემი "საბრძოლო მზაობის პატრულირებას ახორციელებდა", თუმცა მათი ადგილმდებარეობა ტაივანს არ დაუზუსტებია.

სრუტეში გამავალი ერთგვარი გამყოფი, "შუა ხაზი" წლების განმავლობაში ერთგვარი არაოფიციალური ბარიერის როლს ასრულებდა ორ მხარეს შორის. თუმცა, 1 წლის წინ, ჩინეთის საჰაერო ძალებმა მისი სისტემატურად დარღვევა დაიწყო.

XS
SM
MD
LG