ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის ისტორიული მისია მთვარის სამხრეთ პოლუსზე


ინდოეთის ისტორიული მისია მთვარის სამხრეთ პოლუსზე წარმატებით დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ინდური ხომალდი "ჩანდრაინ 3" იგივე ("მთვარის მანქანა") მთვარეზე დაეშვა.

შესაბამისად, ინდოეთია პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის ამ ნაწილის კვლევას დაიწყებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც დედამიწის ამ ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის უკეთესად გასაცნობად, ასევე ინდოეთისთვის, როგორც "კოსმოსური ძალის" სტატუსის მოსაპოვვებლად. განსაკუთრებით მაშინ, როცა გასულ კვირას რუსეთის მისიამ კატასტროფა განიცადა.

მისიას მთვარეზე ხომალდი „ჩანდრაიან 3“ - იგივე "მთვარის მანქანა" - ასრულებს და მას დედამიწიდან მეცნიერთა ჯგუფი აკვირდება. ეს არ არის მთვარეზე ინდოეთის პირველი მისია, 2019 წელს „ჩანდრაიან 2“-მა დაშვების დროს კატასტროფა განიცადა.

ჩავარდნილი მისიის შემდეგ ინდოელმა მეცნიერებმა ხომალდი დახვეწეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ავტომატური დაშვების ფუნქციაზე, რომელიც აპარატის მთვარის ზედაპირზე დაჯდომაში დაეხმარა.

ისტორიული მისიის პირველ წუთებს პირდაპირ ეთერში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უყურა.

„ჩადრაინ 3“ მთვარეზე 2 კვირის განმავლობაში დარჩება და შეასრულებს სამუშაოებს, შეაგროვებს მასალებს და ჩაატარებს ზედაპირის სპექტრომეტრიულ ანალიზსს. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისიის მიზანია დადგინდეს არის თუ არა მთვარეზე წყალი და ყინული. სამხრეთ პოლუსი სწორედ ამიტომაა შერჩეული.

ამ დრომდე ინდოეთი ხომალდის მოძრაობას პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმში აკვირდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG