ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი მზადაა ბირთუვული საკითხები დიპლომატიური გზით გადაიჭრას


ირანი მზადყოფნას გამოთქვამს, ბირთვული საკითხები დიპლომატიური გზით გადაიჭრას. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰინმა გააკეთა.

„ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ყველა მხარის დაბრუნება 2015 წლის ბირთვული შეთანხმებაში“,- თქვა მინისტრმა სატელევიზიო მიმართვის დროს.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის, ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ, არაპირდაპირი მოლაპარაკებები გასული წლის სექტემბერში შეწყდა. ბირთვული შეთანხმების აღდგენა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიწყო. ირანის მიერ, ნაკისრი ვალდებულებებობის შეუსრულებლობის გამო, შეერთებულმა შტატებმა, შეთანხმება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება მოხდა. შეთანხმების მიხედვით, ირანს გაყინული 6 მილიარდი დოლარი გადაეცემა, თეირანი კი ამერიკის ხუთ მოქალაქეს გაათავისუფლებს. არსებული ინფორმაციით, ამერიკულ ციხეებს დატოვებს ირანის რამდენიმე მოქალაქეც. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG