ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბა


ფოტოარქივი
ფოტოარქივი

რუსეთი უკრაინული ქალაქების და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. ამჯერად რუსული ჭურვების სამიზნე ხერსონი და ქალაქის ერთ-ერთი საავადმყოფო გახდა, იერიშების დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

„11:10 საათზე მტერმა მორიგი თავდასხმა განახორციელა ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - წერს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო „ტელეგრამში“.

მომხდარს გამოეხმაურა რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდ პროკუდინიც. ის ამბობს, რომ დაბომბვისას საავადმყოფო მნიშვნელოვნად დაზიანდა, განსაკუთრებით კი ქირურგიული განყოფილება.

რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა საავადმყოფოში მომუშავე ერთი ექიმი და ორი ექთანი. ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ ექიმს საავადმყოფოში მუშაობა ერთი თვის დაწყებული ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG