ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ვარაუდობს, რომ უკრაინაში თურქეთის გავლით სამხედრო შეიარაღება ჩაიტანეს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ამბობს, რომ დააფიქსირეს გემი, რომელმაც თურქეთიდან უკრაინაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩაიტანა.

მოსკოვის მტკიცებით, გემი მაშინ გააჩერეს როცა ის როსტოვის პორტში მარცვლეულის ასაღებად მიდიოდა, შემოწმების დროს კი გემბანზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს.

კრემლი ამბობს, რომ მანამდე აღნიშნული გემი მაისში უკრაინის პორტ კილიაში იყო ჩასული. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვარაუდობს, რომ სწორედ ამ დროს შეიძლებოდა გემს უკრაინაში ჩაეტანა სამხედრო დანიშნულების ტვირთი.

"ეფესბეს" განცხადებაში წერია, რომ გემა ახლახანს შეიცვალა სახელი და თვის დასაწყისში სრულად შეიცვალა ეკიპაჟიც, რომელიც მანამდე 13 უკრაინელი მოქალაქისგან შედგებოდა.

„ეს გარემოებები შეიძლება მიუთითებდეს უცხოური სამოქალაქო გემის გამოყენების შესაძლებლობაზე ასაფეთქებელი ნივთიერებების უკრაინის ტერიტორიაზე მიტანისთვის“, - ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში გემის სახელი დაკონკრეტებული არ არის, თუცმა აღნიშნულია რომ ამ გემს ქერჩის სრუტეში გადაადგილება აეკრძალა.

სააგენტო „როიტერმა“ რუსეთის უშიშროების სამსახურის განცხადების დეტალები ამ დრომდე ვერ დაადასტურა.

რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება გასული კვირის დასაწყისში დატოვა, მას შემდეგ რაც ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ვაშინგტონში ამბობენ, რომ რუსეთი ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციისთვის ემზადება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG