ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ანტიჯაშუშურ კანონმდებლობას ამკაცრებს


ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ, პარასკევს, მსხვილი სავაჭრო პარტნიორების წარმომადგენლებს, ქვეყნის ახალი ანტიჯაშუშობი კანონი გააცნო.

კანონი, რომელიც ძალაში ამ თვეში შევიდა, კრძალავს ეროვნულ უსაფრთხოებასთან და ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადაცემას, ამ ტერმინების განსაზღვრის გარეშე. ახალ კანონში, ჯაშუშობის განმარტება გაფართოვდა და სახელმწიფო ორგანოებზე ან კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე კიბერშეტევები მოიცვა.

სამინისტროს ოფიციალური პირები აშშ-ი, ევროპის, იაპონიის და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატებს, ასევე 30 უცხოურ კომპანიას შეხვდნენ.

უცხოურ სავაჭრო პალატებში აცხადებენ, რომ ეროვნულ უსაფრთხოების კუთხით პრეზიდენტ სი ძინპინის მზარდმა კონტროლმა - განსაკუთრებით საკონსულტაციო კომპანიის ბოლოდროინდელმა დარბევებმა - ბევრ უცხოურ კომპანიას გაურკვევლობა შეუქმნა იმის შესახებ, თუ სად გადის კანონის ხაზი.

ახალი კანონმდებლობა შესაბამის ორგანოებს ანიჭებს წვდომას მონაცემებზე, ელექტრონულ აღჭურვილობაზე, პირადი საკუთრების შესახებ ინფორმაციაზე და აძლევს მათ უფლებამოსილებას აძლევს, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის ზომას მიმართონ.

XS
SM
MD
LG