თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებაზე იმის მიხედვით იმუშავებს, თუ როგორ წარმართავს სტოკჰოლმი ტერორიზმთან ბრძოლას.
იქამდე ნეიტრალუმა შვედეთმა და ფინეთმა, ნატოში გაწევრიანების სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. შვედეთისგან განსხვავებით, ფინეთმა ნატოს წევრობა მიიღო და ალიანსის 31-ე წევრი გახდა. ნატოს ვილნიუსის სამიტზე, თურქეთმა შვედეთს ალიანსში გაწევრიანებაზე სიტყვიერი თანხმობა მისცა.
ვილნიუსის სამიტზე ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის პარლამენტი, შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს ოქტომბრამდე არ განიხილავს. თავის ბოლო განცხადებაში კი ხაზი გაუსვა, რომ თუ შვედეთი, თურქეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხული "ქურთების მუშათა პარტიის" [PKK] წინააღმდეგ საკმარისად აქტიურად არ იმოქმედებს, ამას ანკარასგან შესაბამისი ქმედება მოყვება.
"თურქეთის პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ განსაზღვროს, როგორი იქნება შევედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცესი",- უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
"შვედეთისთვის სასარგებლო იქნება, თუ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი ექსტრადაციის მიმართულებით, კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს", - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.