კანადის ტყის ხანძრებით გამოწვეული დაკვამლიანების გამო, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ, ჰაერის ხარისხის გაუარესების შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. კვირას გამოქვეყნებულ გაფრთხილება, მონტანადან ოჰაიომდე, რამდენიმე შტატს ეხება.
„ჰაერის ხარისხის გაფრთხილებები მოქმედებს დიდი ტბების, შუა დასავლეთისა და ჩრდილოეთ მაღალ დაბლობების უმეტეს ნაწილზე“, - ამბობენ ეროვნული ამინდის სამსახურში. "ეს განპირობებულია ამ რეგიონებში კანადის ხანძრის კვამლის სქელი კონცენტრაციით. მიუხედავად იმისა, რომ კვამლის კონცენტრაცია ატმოსფეროში ორშაბათს უნდა შემცირდეს, ჯერ კიდევ არის საკმარისი კვამლი, არაჯანსაღი ჰაერის ხარისხის შესანარჩუნებლად“, - აცხადებენ სააგენტოში.
ჰაერი დაბინძურებულია ილინოისში, მიჩიგანში, ინდიანასა და ნიუ-იორკის შტატებში. იმის მიხედვით, რომელი რა დაშორებითაა კანადიდან, ჰაერის ხარისხის გაუარესებას მიმდინარე კვირის სხვადასხვა დღეს ელიან.
ოფიციალური პირები მოსახლეობას ურჩევენ იშვიათად გავიდნენ გარეთ, ატარონ ნიღაბი და გარეთ გასვლისას, რაც შეიძლება ცოტა დრო გაატარონ ქუჩაში.