ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაფფასიანი რუსული დრონი უკრაინულ ჯარს და აღჭურვილობას საფრთხეს უქმნის


რუსეთის უკრაინაში შეჭრის მე-17 თვის დაწყებასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ მოსკოვი აფართოებს იაფი „თვითმკვლელი“ დრონების გამოყენებას, რომელსაც საკუთარ ფასზე ბევრად უფრო ძვირადღირებული აღჭურვილობის განადგურება შეუძლია და მისგან თავის დაცვა ადვილი არ არის.

უკრაინელი ჯარისკაცების თანახმად, „ლანცეტ“ დრონი, კუთხოვანი ნაცრისფერი მილი ოთხი ფრთით, ბოლო თვეებში უკრაინის ფრონტებზე მზარდი საფრთხეა.

სოციალური მედიის პრო-რუსულ არხებზე ბოლო თვეში გამოქვეყნებული ვიდეოები, შესაძლოა აჩვენებდეს სწორედ „ლანცეტ“ დრონებით დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ისეთი ფასეული აღჭურვილობის დაზიანებას ან განადგურებას, როგორიცაა „ლეოპარდ 2“ ტანკი და თვითმავალი ჰაუბიცა „ცეზარი“.

ოთხი სხვადასხვა საარტილერიო გუნდის უკრაინელმა ჯარისკაცებმა, სააგენტო „როიტერთან“ საუბარში, „ლანცეტ“ დრონები ბრძოლის ველზე ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხედ დაასახელეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ლანცეტის“ წარმოების გაზრდას უჭერდა მხარს. საჯაროდ ხელმისაწვდომი რუსული წყაროების თანახმად, „ლანცეტ“ დრონის ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი რუბლია (დაახლოებით 35 000 აშშ დოლარი). „ლეოპარდ 2“ ტანკი კი რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ „ლანცეტების“ გამოყენების ზრდამ სიძნელეები შექმნა. მან თქვა, რომ „ლანცეტს“ შედარებით მცირე ასაფეთქებელი მასალა გადააქვს - 1,5 - 5 კილოგრამი, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.

ირანული დრონისგან განსხვავებით, რომელიც სამიზნისკენ წინასწარ შეყვანილი პროგრამის მიხედვით მიფრინავს და გაშვების შემდეგ მისი მართვა შეუძლებელია, „ლანცეტი“ პილოტის მიერ დისტანციურად იმართება.

XS
SM
MD
LG