ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ვაგნერის" ამბოხი მოსკოვის "დიდ სტრატეგიულ შეცდომაზე" მიუთითებს - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

რუსეთში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის მიერ, შაბათ-კვირას წამოწყებულმა და სწრაფადვე შეწყვეტილმა ამბოხმა, უკრაინასთან ომის წარმოებაში, კრემლის სტრატეგიული შეცდომის მასშტაბი აჩვენა, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

„შაბათ-კვირის მოვლენები არის რუსეთის შიდა საქმე, და კიდევ ერთი დიდი სტრატეგიული შეცდომის დემონსტრაცია, რომელიც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმეგ ომით დაუშვა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა ლიეტუვაში ვიზიტისას.

გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო ყურადღებით აკვირდება ბელარუსში შექმნილ ვითარებას. სტოლტენბერგმა გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის განცხადება, ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების გეგმების შესახებ.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება, მაგრამ ნატო ამ საკითხის მიმართ სიფხიზლეს ინარჩუნებს“ - აცხადებს დასავლური თავდაცვითი ალიანსის ლიდერი და ამბობს, რომ ნატოს შეკავების პოლიტიკა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ „მეტად საშიშ სამყაროში“, ადამიანებისთვის უსაფრთხოება შეინარჩუნოს.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს და ამის შეცვლას რუსეთი ვერ შეძლებს.

XS
SM
MD
LG