ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი სტოკჰოლმისგან ქურთების პროტესტის აკრძალვას ითხოვს


"შვედეთმა სტოკჰოლმში ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერთა პროტესტი უნდა აღკვეთოს, თურქეთი ნატოში მის წევრობას მწვანე შუქს ამ შემთხვევაში აუნთებს" - უთხრა თურქეთის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს, კვირას გამართული სატელეფონო საუბრისას.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა იენს სტოლტენბერგს ასევე უთხრა, რომ თურქთს ამ პროცესში ძალიან კონსტრუქციული მიდგომა ჰქონდა, მაგრამ შვედეთის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილება უმნიშვნელოა, როცა ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდამჭერები ქვეეყანაში საპროტესტო გამოსვლებს აწყობენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შვედთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანება უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტეს, თუმცა ანკარა, რომლის თანხმობაც ალიანსის წევრობისთვის აუცილებელია, სტოკჰოლმს იმ პარტიის მხარდამჭერების მფარველობაში სდებს ბრალს, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

რამდენიმე კვირის წინ შვედეთმა ახალი, ანტიტერორისტული კანონმდებლობა აამოქმედა, რომელიც წესით, ანკარას დადებითად უნდა შეეფასებინა და მისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე ვეტო მოეხსნა.

ქვეყნის საგარეო საქმეეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი განმარტავდა, რომ ამ კანონმდებლობით შესაძლებელი გახდებოდა ნებისმიერი "შავი ხვრელის" აღმოფხვრა ტერორისტული დაჯგუფებების ფუნქციონირების წინააღმდეგ. თუმცა, თურქეთი სტოკჰოლმს ერთი მხრივ ტერორისტების მფარველობაში სდებს ბრალს, მეორე მხრივ კი, ადანაშაულებს, რომ ანკარის წინააღმდეგ საპროტესტი გამოსვლებს არ კრძალავს. ბილსტრომი ამბობს, რომ ეს კანონმდებლობა სრულად შეესაბამება იმ ვალდებულებებს, რაც გასულ წელს, მადრიდის სამიტზე სტოკჰოლმმა ანკარის წინაშე აიღო.

XS
SM
MD
LG