24 ივნისს გავრცელდა თეთრი სახლის განცხადება რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
"დღეს დილით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა რუსეთში ბოლო მოვლენების მიმდინარეობა გააცნო. შეხვედრაში მონაწილეთა შორის იყვნენ: მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - სალივანი; [სახელმწიფო] მდივანი ბლინკენი; [თავდაცვის] მდივანი ოსტინი; [გაერთიანებული შტაბების] თავმჯდომარე მილი; [ეროვნული დაზვერვის] დირექტორი ჰეინესი; [დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს] დირექტორი ბარნსი და [გაეროში აშშ-ის] ელჩი თომას-გრინფილდი. პრეზიდენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტისთვის ვითარების გაცნობა დღის განმავლობაშიც გაგრძელდება".
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს ამ საკითხებზე მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც ესაუბრა. ესენი არიან: საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი. სახელმწიფოთა ლიდერებმა რუსეთში შექმნილი ვითარება განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
Facebook Forum