ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ატომურ სადგურზე თავდასხმას გეგმავს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი ზაპორიჟიის ატომურ სადგურზე თავდასხმას გეგმავს. ზაპორიჟიის ატომური სადგური ევროპის კონტინენტზე უდიდესია.

"ზაპორიჟიის ატომური სადგურის სრული დეოკუპაცია აუვილებელია",- თქვა პრეზიდენტმა თავის ყოველდღიურ მიმართვაში. "ნებისმიერი, ვინც ასეთი შენობის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე თვალს დახუჭავს, არა მარტო ხელს უწობს რუსეთის ბოროტებას, არამედ ზოგადად, ტერორს",- ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა ატომურ სადგურზე თავდახმის მძიმე შედეგებზეც ისაუბრა: "ნათელია, რომ რადიაცია არავის არაფერს ეკითხება და ის მსოფლიოში ნებისმიერს შეიძლება შეეხოს".

რუსეთის ოფიციალური პირები ასევე ამბობენ, რომ უკრაინული ძალების მიერ დაბომბვამ დააზიანა ხიდი ყირიმის ნახევარკუნძულზე. ჩონგარის ხიდი ერთ-ერთია იმ იშვიათ გზებს შორის, რომელსაც რუსი სამხედროები ყირიმსა და უკრაინის დანარჩენ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამოძრაოდ იყენებენ. რუსეთს ყირიმი 2014 წლის შემდეგ აქვს ოკუპირებული.

რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა სააგენტო "რია-ნოვოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების მიხედვით, ხიდი სავარაუდოდ, ფრანგული წარმოების რაკეტებით უნდა აეფეთქებინათ. ყირიმში ამბობენ, რომ ხიდი მნიშვნელოვნად არაა დაზიანებული და მისი აღგენა მალევე გახდება შესაძლებელი.

XS
SM
MD
LG